spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

“ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმები გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოსა და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. ბუნებრივია, “ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს.

 

პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა. პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 

დღეს სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ, სხვა ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები