საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – “თავისუფლება“ შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით დოკუმენტაცია წარედგინა, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და კომიტეტს საფუძველი აქვს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ მიმართეს.