spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის დაზვერვა – მოსკოვი პრაქტიკულად იზოლირებულია სამხედრო ძალებით, ემზადება ალყისთვის

მოსკოვი ახლა პრაქტიკულად იზოლირებულია რუსეთის ძალოვანი და სამხედრო ნაწილებით. მთელი სამხედრო ტექნიკა, რომელიც ამ დრომდე რჩებოდა რეზერვში და სასაზღვრო რაიონებში, რუსეთის დედაქალაქში შედის, – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

 

პრიგოჟინის დემარშის და რუსეთის დედაქალაქისკენ დაქირავებულთა გადაადგილების დაწყების შემდეგ, რუსეთის რიგ რეგიონებში გამოცხადდა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

 

უსაფრთხოების ძალებმა მიიღეს ნებართვა: ნებისმიერი საუბრის მოსმენა და კორესპონდენციის შემოწმება; დამატებითი თანხმობის გარეშე დაკავებებისა და ჩხრეკის განხორციელება; ძალისმიერი წვდომა კერძო და საოფისე შენობებში; მოქალაქეთა და ორგანიზაციების საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობა;ყველა სახის კომუნიკაციის გათიშვა; “პიროვნების მოცილება რელიეფებსა და ობიექტებიდან“.

 

“ახლა მოსკოვი პრაქტიკულად იზოლირებულია პოლიციისა და სამხედრო ნაწილების ძალებით. ყველა გზაჯვარედინზე და ქალაქიდან გასასვლელში არის გაძლიერებული პატრული. ქალაქში მოძრაობს დიდი რაოდენობით ავტობუსები ნომრებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, რომელშიც შეიარაღებული ხალხია. შეჩერებულია რეგიონთაშორისი სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა“, – წერს დაზვერვა.

 

რუსეთის დედაქალაქში სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები შეჩერებულია. სამართალდამცველები ატარებენ მანქანების მასობრივ შემოწმებას, განსაკუთრებული აქცენტია დიდ დახურულ ფურგონებზე.

 

ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები ვაგნერელთა უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლა“ გამოაცხადა.

 

ჯერჯერობით ცნობილია, რომ დაქირავებულებმა უკვე დაიკავეს როსტოვი. მედია წერს ვორონეჟის შესახებაც.

 

პრიგოჟინის თქმით, “ვაგნერელები” მოსკოვში წავლენ იქამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მათ არ გადასცემენ.

 

“ვაგნერის” აჯანყებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.

 

პუტინის საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ჩაბარებას არავინ აპირებს”, რადგან არ სურთ, ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები