spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – თუ პრიგოჟინი 48 საათი გაძლებს, პუტინი ნარჩენ ლეგიტიმაციასაც დაკარგავს

თუ “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი 48 საათის განმავლობაში გაძლებს, მაშინ ვლადიმერ პუტინი ნარჩენ ლეგიტიმაციასაც დაკარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინი საკმაოდ მშიშარაა და არ იღებს ქმედით გადაწყვეტილებებს.

 

”და თუ პრიგოჟინი 48 საათის განმავლობაში გაძლებს იმ სტატუსში, რომელშიც ის ახლა იმყოფება, აკონტროლებს ამა თუ იმ მოცულობით ტერიტორიას, მაშინ ვფიქრობ, პუტინი დაკარგავს თავის ნარჩენ ლეგიტიმაციას”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

 

“აქამდე პუტინი ითვლებოდა ადამიანად, რომელიც აკონტროლებს პროცესებს, აძლიერებს ელიტას, ყველა მხარს უჭერს მას და ასე შემდეგ. ახლა, ჩვენს თვალწინ, ამ მითის ნარჩენების ჩამოშლა ხდება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

23 ივნისს “ვაგნერის” სამხედრო ჯგუფის მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო. მისი ჯარები ახლა მოსკოვისკენ მიემართებიან და გზად რუსულ ქალაქებს იპყრობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები