spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პრიგოჟინი – ვაცნობიერებთ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ერთ-ერთი მხრიდან რუსული სისხლი დაიღვრება, ამიტომ უკან ვაბრუნებთ ჩვენს კოლონებს

“ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ამბოხის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

“ვაგნერის” დაშლა უნდოდათ. 23 ივნისს ჩვენ წავედით სამართლიანობის მარშზე, ერთ დღეში 200 კმ გავიარეთ მოსკოვამდე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების ერთი წვეთი სისხლიც არ დაგვიღვრია.

 

ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება, დაიღვაროს სისხლი. ვაცნობიერებთ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ერთ-ერთი მხრიდან რუსული სისხლი დაიღვრება, ამიტომ უკან ვაბრუნებთ ჩვენს კოლონებს და საპირისპირო მიმართულებით მივდივართ საველე ბანაკებში“, – აცხადებს პრიგოჟინი. 

 

ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრიგოჟინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების დროს პირობა დადო, რომ მოსკოვისკენ მსვლელობას შეაჩერებდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო. პუტინთან საუბრის შემდეგ ლუკაშენკომ “ვაგნერელების“ ლიდერს დაურეკა.

 

“მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღების დაუშვებლობის შესახებ”, – ნათქვამია ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები