ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს შპს “არალი” განახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.