spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება.

 

“16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ… 

 

გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით – მიშა მშვილდაძე. 

 

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ: ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. 

 

რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ სანამ, თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს. 

 

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება – მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს”, – წერს ხაბეიშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flevan.xabeishvili%2Fposts%2Fpfbid02Yk292t3jbd5PqzijVaWdor81Wr2rAMWxcRCTdCfxpdE3wfRsvuUf15b4UUmsD48vl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”852″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები