spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ

ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, როცა მისსავე პარტიას ხელმძღვანელის “კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გახლავთ მისი შვილის პირადი სათამაშო, ცხადია, ამ რუსებს, პუტინისტებს, პატარა კაცუნებს არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ. 

 

მოკლედ შეგახსენებთ – უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში მათ მოკლეს პედაგოგი ია კერძაია, პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლით, მოსყიდვის მცდელობით, შანტაჟით, მუქარით მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე, “ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი, ასევე მათ მოკლეს უმოწყალო ცემით, რომელიც გვაყურებინეს პირდაპირ ეთერში, ლექსო ლაშქარავა, დღისით-მზისით. 

 

ამასობაში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი თავს დაესხნენ სადგისით ირაკლი ნადირაძეს, თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს,16-17 წლის ბავშვებს და ესროდნენ ქვებს, ასევე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პუტინისტები თავს დაესხნენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც რუსეთი და პუტინი არ უნდათ. თავს დაესხნენ ბათუ ქუთელიას, ლევან ბერძენიშვილს, გუშინ თავს დაესხნენ ოპოზიციური არხის დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს, ასევე გარდაბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად დაგვიჭრეს საბურავები. ყველაზე მძიმედ გუშინ, ფიზიკურად, მიპარვით, მუხანათურად ჩაუსაფრდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმაშვილს და დაუმტვრიეს ძვლები, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში. 

 

მე მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, პირველ რიგში და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როცა ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელიც, ზონდერიც, ის კრიმინალებიც, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში,  თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს, პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, ისე ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ. 

 

ასევე, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, “კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე.

 

მივმართავ ხალხს, სანამ ამათ თუნდაც პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდებათ, ყველას მოგვივარდებიან სახლში, ასე გონიათ, რომ დაგვაშინებენ. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების უკაცრავად და, ერთი ადგილი რუსულ პარტიას არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული და ცდილობენ შექმნან თითქოს საზოგადოება გაყოფილია ორად, ეს ასე არ არის, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას უნდა ევროპაში და არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო. თუ ვინმეს უნდა მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის ორად გაყოფილი, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის თითების მიტეხვა დაგვჭირდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები