“ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინმა დაკარგა ძალის მონოპოლია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, პრიგოჟინის აჯანყებამ აჩვენა, რომ პუტინი “ახლა არ არის ერთადერთი ბატონი ქალაქში”.
“სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა. აქამდე ჩვენ რუსეთს ვუყურებდით, როგორც საფრთხეს, რადგან ის იყო ძალა. ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ რუსეთს, როგორც საფრთხეს შიდა არასტაბილურობის გამო”, – განაცხადა ბორელმა.
გასულ კვირას “ვაგნერის” დამფუძნებელმა რუსი ჯარისკაცები მის დაქირავებულებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, ასეთი თავდასხმის ბრძანება თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა.
დაქირავებულთა მეთაურმა განაცხადა, რომ შეკრიბა 25 ათასი ჯარისკაცი და წავიდა მოსკოვში სამხედრო ხელმძღვანელობისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის შეცვლის მოთხოვნით, თუმცა ამბოხი ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ მალე დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინი ახლა ბელარუსშია, დაპირების მიუხედავად, რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა.