რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს მიტაცებულ ატომურ ელექტროსადგურს ეტაპობრივად ტოვებენ, საავარიო სიტუაციის შემთხვევაში, სადგურზე დარჩენილ პერსონალს უკრაინის დადანაშაულება დაევალა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
“ბოლო მონაცემებით, საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ერთ-ერთმა პირველმა სადგური “როსატომის” სამმა თანამშრომელმა დატოვა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსების ქმედებებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, რუსებმა ასევე რეკომენდაცია გაუწიეს იმ პირების ევაკუაციას, ვინც “როსატომთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისინი 5 ივლისამდე უნდა გავიდნენ. ევაკუაციის სასურველი მიმართულება დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაა.
“სადგური დატოვა როსატომის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მთავარმა ინსპექტორმა და სადგურის უზრუნველყოფის დირექტორის მოადგილემ. ქალაქ ენერგოდარში სამხედრო პატრულების რაოდენობა შემცირებულია.
პერსონალს, რომელიც ჯერ კიდევ სადგურზე რჩება, მისცეს განკარგულება ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში უკრაინა დაადანაშაულონ”, – აცხადებენ დაზვერვაში.