spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით არახამია – სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან

სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან, – ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

 

“უკრაინის წარმომადგენელი ვიყავი Renew Europe Leaders Summit-ზე, სადაც შეიკრიბნენ მთავარი ევროკომისრები, ევროპარლამენტარები და სახელმწიფოების ხელმძღვანელები ლიბერალური პარტიებიდან. 

 

სამიტზე ბევრი პროდუქტიული შეხვედრა შედგა.

 

მქონდა შეხვედრები ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩთან. განვიხილეთ კახოვკის კაშხლის ტერაქტით გამოწვეული შედეგების დაძლევისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და უკრაინის განაღმვის სტრატეგიები. თუ ინოვაციურ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, ამან შეიძლება ასობით წელი წაიღოს. 

 

განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და უკრაინის დახმარების პაკეტი. 

 

ვისაუბრეთ საარჩევნო ციკლებზე ევროპის მასშტაბით და იმაზე,თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა უკრაინის მხარდაჭერასა და ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით არსებულ ერთიანობაზე. 

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ გადავაწყდებით, არის კადრები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საკადრო რეზერვი უკრაინელებით, რომლებსაც უკრაინიდან ევროპულ ინსტიტუტებში სამუშაოდ გავუშვებთ. 

 

და მთავარი საკითხი-NATO-ს ვილნიუსის სამიტი. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სამიტის შედეგებზე უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს ფრთხილი ოპტიმიზი. 

 

რა თქმა უნდა, საქართველოზე საუბრის გარეშე არც აღნიშნულ შეხვედრებს ჩაუვლიათ. სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან – მაგრამ, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საქართველო ასოცირდებოდეს თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, ეკონომიკურ აღმავლობასა და კანონის უზენაესობასთან. ამის გარეშე, ჩვენ ერთად ევროკავშირში ვერ შევალთ”, – წერს არახამია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0bRD9moLwmCNSQR6xDtvJr7Ynce94YgM5bqtrrm6pXEGS7BXc9HwunzYTcLnoJmHrl%26id%3D100092578830874&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”812″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები