spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენც მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ისაა და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის დეპუტატები არ აპირებენ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას და კასპში მიდიან, სადაც ცოტა ხნის წინ “ოცნების” პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრისას მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანა დაუზიანა.

 

“რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან.

 

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს.

 

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შს მინისტრის მხრიდან, ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, “ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდენ, დაუზიანეს პირადი ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

“კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ამით ჰგონიათ რომ ამით შეგვაშინებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები