spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტი ბირთვული იარაღის გამოყენებად ჩაითვლება

ცივილიზებული ქვეყნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი ოკუპანტების მიერ ტერორისტული აქტის ფაქტს აღიქვამენ, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

 

“თუ ეს ტერორისტები განახორციელებენ ასეთ ტერორისტულ აქტს ატომურ ობიექტზე, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ჩათვლის, რომ ეს არის ბირთვული იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით – ღმერთმა არ ქნას, ეს მოხდეს – თუ როგორი იქნება მსოფლიო რეაქცია ამ მოვლენებზე“, – განაცხადა დანილოვმა.

 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე მსოფლიოს რეაქცია “არ შეესაბამებოდა იმ ტერაქტს, რომელიც უკრაინამ განიცადა“.

 

მისი თქმით, უკრაინა აკეთებს “ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელს“ ამ ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ატომური ელექტროსადგური ახლა “ტერორისტების ხელშია“.

 

დანილოვის თქმით, ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი ახლა უხსნის რუსეთს, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან შედეგები იქნება “აბსოლუტურად კატასტროფული რუსეთის ფედერაციისთვის”.

 

რუსების მიერ ტერორისტული თავდასხმის ალბათობის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ახლა ძნელი სათქმელია რა იქნება, რადგან “ეს ადამიანები არ არიან პროგნოზირებადი, ისინი მოქმედებენ მსოფლიო საზოგადოების ყოველგვარი ნორმებისა და წესების მიღმა“.

 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, მათ ჩაატარეს წვრთნები და ტრენინგი.

 

“ჩვენ გვაქვს ჩვენი პროტოკოლები, ჩვენი გეგმები, როგორ უნდა მოვიქცეთ. ახლა ბევრი წვრთნა ჩატარდა, კიდევ ერთი ტრენინგი, თუ ეს ტერორისტული აქტი რუსეთის ფედერაციის მიერ მოხდება”, – განაცხადა დანილოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები