უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“ომის შემდეგ ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა უკრაინის ნატოში არ მიღება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ომის ვარიანტი ღია დარჩება“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, უკრაინის ნატოში შესვლა აიძულებს რუსეთს აღარ გაიმეოროს შეიარაღებული აგრესია.
“ერთადერთი გზა ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის კარის დახურვისთვის არის უკრაინის ნატოში შეყვანა, რადგან რუსეთი ვეღარ გაბედავს ამ გამოცდილების გამეორებას“, – განაცხადა მინისტრმა.