spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – დადგება პერიოდი, როდესაც აუცილებელი გახდება კობახიძისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი სანქცირების საკითხი

“ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება და მიეღო ჰუმანური გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს დიპლომატიური სკანდალი არ გვექნებოდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ და დასტურდება ის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლება ახორციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

 

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ „ქართული ოცნების“ სახით რა ხელისუფლებასთან აქვთ საქმე. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პუტინის პირადი პატიმრის მიმართ, რუსული რეჟიმის დავალებით, ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას.

 

დადგება პერიოდი, როდესაც აუცილებელი გახდება კობახიძისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი სანქცირების საკითხი, ვინაიდან რუსული რეჟიმი მათი ხელით ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას.

 

მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინის ოფიციალური პირების თხოვნა – მოწოდებები, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გათვალისწინებული არ იყო, მათი მხრიდან გუშინდელი განცხადებები სავსებით ლოგიკურია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები