spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – 46 დეპუტატი მიმართავს პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას

საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად, – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში გააკეთეს.

 

“46 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, არცერთ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს “ვივამედთან” აქციაზე, საღამოს 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ასე რომ გთხოვთ, შემოგვიერთდით – ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან  თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

 

“ვფიქრობ, რომ პაპუაშვილს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მან დაუშვას პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, უზრუნველყოს ის გარემოებები, რომელიც კანონმდებლობით პარლამენტის წევრებს აქვთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარების უფლებები, რომლებიც აქამდე იზღუდებოდა, ასევე მათ მიეცეთ შესაძლებლობა რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილის, ეს იქნება ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს იზოლაციაში ამყოფებენ, ასეთ ვითარებაში ამყოფებენ, როდესაც პოლონეთის კონსილიუმს არ უშვებენ ცხადია, რომ ეს მოქმედებები გათანაბრებული არის წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან და ამ ნაწილშიც პაპუაშვილს დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები