spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისში 183 530 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 183 530 ლარის დაფინანსება გასცა.

 

“აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 780 ბენეფიციარს გაუწია.

 

133 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 86  896  ლარი გამოიყო.

 

მედიკამენტების შესაძენად 92 ბენეფიციარი 11 599  ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 24 პაციენტი  22 923 ლარით დაფინანსდა.

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, მარტოხელა დედებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და სხვა ბენეფიციარებმა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები