spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით

გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ქვების სროლის ორგანიზატორი იყო საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი იყო.

 

“ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ესროდნენ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. “ნასედკა” ნომერი ერთი – საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც დღეს ქვების სროლის ორგანიზატორი იყო. “ნასედკა” ნომერი ორი – ვანო ბეჟიაშვილი საგარეჯოს საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე. სუს-ის “ნასედკა” ნომერი სამი – ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე; ირაკლი რუაძე – საგარეჯოს საკრებულოს წევრი.

 

ეს 4 ადამიანი 40 წუთში ვისი იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ ესენი არიან. თქვენ ნახეთ, რომ ის იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, მოვუწოდებ საზოგადოებას კარგად დაფიქრდნენ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას. გადასული არიან ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი.

 

ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას.

 

ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები