spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო

სუსის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პარლამენტში, სხდომაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ანგარიშს წარადგენს, არცერთ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ მოუსმენია.

 

“ალექსი ბატიაშვილმა გვითხრა, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ, არავის უსმენენ, ძალადობას არ აორგანიზებენ. პასუხი არ ჰქონდა სანქციებზე, არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. ვციტირებ, გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო. იმედი მაქვს, სუსი საქმეს არ აღძრავს ჩემ წინააღმდეგ აღნიშნული ფრაზის სხდომიდან გამოტანის გამო. სხდომიდან, რომელიც ირაკლი ბერაიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახურა. სუსის დაფინანსება – 180 მილიონი – ბიუჯეტის ფლანგვაა, რადგან ამ პარლამენტის სტანდარტითაც კი გამორჩეულად ტრაგიკომიკური იყო დღევანდელ სხდომაზე, სადაც არცერთ საკითხზე პასუხი არ იყო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები