spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მედიის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების მეთაური გაათავისუფლა

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვი უკრაინაში რუსული ჯარების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

Daily Mail-ის ცნობით, გერასიმოვის ადგილი საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ტეპლინსკიმ დაიკავა. ამავდროულად, გამოცემის თანახმად, გერასიმოვი დარჩება რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსად, მაგრამ უკრაინის ომის შედეგზე საერთო პასუხისმგებლობა ახლა ტეპლინსკის ეკისრება.

 

აღსანიშნავია, რომ ტეპლინსკი დონეცკის რეგიონის მკვიდრია. იგი ითვლება ერთ-ერთ “ყველაზე ქმედუნარიან“ რუს სამხედრო ლიდერად.

 

რუსულ მედიაში ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია გერასიმოვის გათავისუფლების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, როგორც მასალაში აღნიშნულია, საკადრო ცვლილებები “აზოვის” უკრაინაში დაბრუნებისთანავე მოხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები