საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზადაა და ახლა ალიანსმა უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი.
“საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება. ნატოს ყველა ექსპერტი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ, დიახ, საქართველოს საჯარისო შენაერთები მზად არიან ნატოსთვის და ნატოს სტანდარტებისთვის. დანარჩენი, როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას.
საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, დღეს ნატოს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ ძალას გამონახავენ, მიიღონ საქართველო, რომელმაც გამოიარა უამრავი რამ, რათა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო და ამისთვის სისხლი დაღვარა, მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე დაეცნენ. თუ არადა, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო ყოველთვის ეცდება, თავისი ინტერესები დაიცვას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.