spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

15 წლის ბიჭი წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, ე.წ. სამთავრობო ზონაში ბავშვები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. 

 

ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები