“უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი.
“თქვენ ღიად განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტი და ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია მოცემულობაში, როდესაც საქართველოს აქვს საფრთხე, რომ რუსული გავლენის სივრცედ კვლავ იქცეს. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ კურსი სწორედ ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.