spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – საქართველო თავსებადია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ახლა გადაწყვეტილება ნატო-ს ხელმძღვანელობაზეა

“არსად ჩატარებულა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში იმდენი წვრთნა, რაც ჩატარდა საქართველოში, მათ შორის, სამხედრო კომიტეტის სხდომები, რაც უპრეცედენტო იყო – ჩატარდა ბრიუსელშიც  და საქართველოშიც. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ  საქართველო თავსებადია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ახლა გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს ის, არის ნატო-ს ხელმძღვანელობაზე. საქართველო ამ მხრივ  პირნათელია“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ნატო-ს წევრ 16 ქვეყანა უსწრებს, კანონის უზენაესობის ინდექსით – ნატო-ს ოთხ ქვეყანას, გამჭვირვალობის ინდექსით –  ნატო-ს წევრ 17 ქვეყანას, ინტერნეტის თავისუფლებით – 6 ქვეყანას, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით  – ნატოს წევრ 15  ქვეყანას, ბიუჯეტის გამჭირვალობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ.

 

“ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მონაწილეობა გვაქვს მიღებული,  აბსოლუტურ რაოდენობაში  კი, მეოთხე ადგილზე ვართ შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდე.  ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს ამის შესახებ თავის გამოსვლაში არ უსაუბრია.  ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოება იტყვის, რომ არის ოპოზიცია, რომელსაც არ სურს არც კანდიდატის სტატუსი და არც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები