spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან

წვიმის შედეგად სამეგრელოში სოფლების და ქალაქების ნაწილი დაიტბორა. 

 

ადიდებული მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, აბაშის, ფოთის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

 

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

 

ხობის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა ღელემ მანქანა წაიღო.

 

უამინდობის გამო აბაშაში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

 

ელექტროენერგია არ მიეწოდება ათასობით აბონენტს. მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები