spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელი ექიმების ჩამოყვანის პროცესში ჩართული იყო საქართველოში პოლონეთის საელჩო.

 

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ექიმების რეკომენდატორი.

 

“მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

პენიტენციურის სამსაუხრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები