spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – უკრაინას არ სჭირდება სიმონიანის და სობჩაკის “მკვლელობის მცდელობა”, რადგან ისინი არაფერზე ახდენენ გავლენას

უკრაინას არ სჭირდება პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის “მკვლელობის მცდელობა”, რადგან ისინი არაფერზე ახდენენ გავლენას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“ჩვენ ისინი ნამდვილად არ გვჭირდება, ისინი არაფერზე არ ახდენენ გავლენას. ისინი დღეს არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს იმაში, რაც ხდება, როგორც მთლიანად ომის ფარგლებში, ასევე რუსეთის მიერ პოზიციების დაკარგვის ფარგლებში გლობალური გაგებით, მათ აზრი არ აქვთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც სიმონიანი და სობჩაკი აკეთებენ, არის მათი “საკმაოდ უცნაური აუდიტორიისთვის”.

 

რუსეთის FSB-მ დღეს განაცხადა, რომ თითქოს აღკვეთა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის “ლიკვიდაციის“ მცდელობა, “მკვლელობის მცდელობაში“ კი უკრაინის უშიშროების სამსახური დაადანაშაულეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები