spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ვაგრძელებთ ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიციას

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა.

 

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სხვადასხვა თანამდებობებზე ახალი სახეები წარადგინა.

 

“ვაგრძელებთ ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიციას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, თავად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. ეს არის ერთ-ერთი დაპირება მას შემდეგ, რაც პარტიაში არჩევნები ჩატარდა.

 

ირაკლი ფავლენიშვილი იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე – თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისთვის, მშვიდობისთვის უკრაინასა და მსოფლიოში. ის იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი.

 

თათია ნიკოლაშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ვანო მაღალაშვილი – აღმასრულებელი მდივნის მოადგილე.

 

გვანცა გაზდელიანი – იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილე;

 

ედო ჯავახიძე – სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი; ალექსანდრე კრევო-ასათიანი – საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე; გიგი გიგიტელაშვილი – სამდივნოს აპარატის უფროსი.

 

გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები