spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი  და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. 

 

აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. 

 

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის  რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო  და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში,  12 კმ-მდე  გზის მონაკვეთი  დაიგება.

 

“სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს  ულამაზესი ტბა,  რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები