“ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით. გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც პარლამენტში შემოვიდა ოთხი პარლამენტის წევრით, დარჩა ორი წევრით, 2024 წლამდე შეიძლება ერთი წევრითაც დარჩეს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა 36 პარლამენტის წევრით, ახლა ოცნი არიან. პრაქტიკულად განახევრდნენ და 2024 წლის არჩევნებამდე რაოდენობამ შეიძლება, უფრო დაიკლოს. ანუ, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. ალბათ, თვითონაც ნახეს კვლევები, რომ სანდოობის ხარისხი დაბლა იწევს და თქვეს, მაინც ერთიანი ვართ, მაინც ერთი მიზანი, საერთო ჯიში გვაქვს და მოდი, რაღაცნაირად გავერთიანდეთო. ეს არის მათი ძირითადი ე.წ. სტრატეგია.
ვაშაძე დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს, “ნაციონალურ მოძრაობას“ და სავარაუდოდ, ჩასვამენ სიაში. ეს არის მთელი პოლიტიკური ძვრები, რაც შეიძლება მოხდეს. ქართულ პოლიტიკაში ახლა მეტი არაფერი შეიცვლება, “ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით, გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ. ცალ-ცალკე ყოფნა არ აწყობთ, რადგან ბარიერი მაღალია და ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ. „ნაცმოძრაობაც“ კი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. მათ სურთ, შიდა პატარა შეთანხმება წარმოაჩინონ ისე, თითქოს გლობალური ძვრები მოხდება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასე არ იქნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.