spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონის მრჩეველი – ჩინეთი რუსეთს მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ტექნიკას და ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობას აწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ემანუელ ბონმა CNN-თან განაცხადა.

 

“დიახ, არის იმის ნიშნები, რომ ისინი აკეთებენ ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ვამჯობინებთ, რომ არ გააკეთონ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთს უზარმაზარი სამხედრო შესაძლებლობები მიეწოდება”, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

 

ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით CNN-თან კომენტარში განმარტეს, რომ ბონი გულისხმობდა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიას და არალეტალურ დახმარებას, როგორიცაა ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები.

 

“ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება ჩინეთის თავშეკავება. ჩვენ გვჭირდება მათ გაიგონ, რომ უკრაინა – ეს არის გლობალური მასშტაბის კონფლიქტი და რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას წაგება პრინციპული მიზეზების გამო, მაგრამ ასევე ძალიან ოპერატიული მიზეზების გამო. ჩვენთვის გაცილებით მეტია სასწორზე, ვიდრე, იცით, უკრაინის სუვერენიტეტი. ეს ეხება მსოფლიოში სტაბილურობას”, – განაცხადა ბონმა.

 

ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს აცხადებს და ირწმუნება, რომ არ აპირებს იარაღის მიწოდებას არც ერთი მხარისთვის. ამავდროულად, დიპლომატიურ დონეზე ჩინეთი თავს იკავებს რუსული აგრესიის კრიტიკისგან და ფაქტობრივად იმეორებს კრემლის ნარატივებს. თუმცა, ამგვარმა პრორუსულმა ფსევდონეიტრალურობამ ჩინეთს უკვე უკუშედეგი მოუტანა. Newsweek-ის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნები პეკინის მიმართ კიდევ უფრო ფრთხილები გახდნენ. ამან განაპირობა ნატოს ქვეყნებსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის – ჩინეთის მეზობელ ქვეყნებს შორის კავშირების გამყარება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები