spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მიმართა სასამართლოს პუტინის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნით, სწორედ ასეთია საერთაშორისო სამართალი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პუტინის დაკავების ორდერის მოთხოვნას გამოეხმაურა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თუ ყველა დანარჩენი იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება

 

“სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მიმართა სასამართლოს პუტინის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნით. ეს არის საერთაშორისო სამართალი, რომელიც მოქმედებს. თუ ყველა დანარჩენი იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება”, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

 

მისივე თქმით, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები და სასჯელის გარდაუვალობის გააზრება აიძულებს რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და დაიცვას კანონები.

 

“მოსკოვი ისწავლის კანონების დაცვას, როგორც კი დარწმუნდება, რომ მათ უკან რეალური ძალა დგას”, – აღნიშნა მან.

 

2023 წლის გაზაფხულზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაკავების ორდერი გამოსცა. ყველა ქვეყანამ, რომელმაც მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება და ასეთი 123 სახელმწიფოა, უნდა დააპატიმრონ რუსი დიქტატორი, ამ ქვეყნებს შორისაა სამხრეთ აფრიკა.

 

22-24 აგვისტოს “ბრიკსის” სამიტია დაგეგმილი. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ პუტინს შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ონლაინ ან გაეგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. თავის მხრივ, მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა პუტინის ვიზიტს და ასევე დაემუქრა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ომით პუტინის დაპატიმრებისთვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა კონფერენციის რეჟიმში გამოსვლას.

 

21 ივლისს სამხრეთ აფრიკის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან პუტინის დაკავების ორდერი მოითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები