spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – როდესაც უკრაინა ყველა ძალას სრულად განათავსებს, ეს გამოიწვევს ცვლილებებს ფრონტზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატებაზე საუბარი, თუმცა, როცა უკრაინა შეიარაღებულ ძალებს სრულად განათავსებს, ეს ფრონტზე ცვლილებებს მოიტანს.

 

“თავიდანვე ვთქვით, რომ რთული იქნებოდა. ალბათ, გსმენიათ და ბევრი ამბობდა, რომ რუსებმა სერიოზული და გამაგრებული თავდაცვის ხაზები მოამზადეს. უკრაინელები მათ არღვევენ”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

ბლინკენის თქმით, უკრაინელებს, რომლებმაც უკვე გაათავისუფლეს იმ ტერიტორიების ნახევარი, რომელიც რუსებმა ომის დაწყების შემდეგ აიღეს, „ყველაფერი აქვთ წარმატებისთვის“, რადგან ისინი “იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, ქვეყნისთვის, მომავლისთვის, თავისუფლებისთვის“.

 

“და როდესაც ისინი განლაგდებიან და დაიწყებენ მოქმედებას, ყველა ძალა, რომელიც გაწვრთნილი იყო ბოლო თვეების განმავლობაში, აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ მათ მივაწოდეთ და დაახლოებით 50 ქვეყანა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან განსხვავებას მოახდენს და გამოიწვევს ცვლილებებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები