spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – რუსულ ბოროტებას გამართლება არ აქვს, ოდესისთვის პასუხი აუცილებლად იქნება

რუსი ტერორისტები, რა თქმა უნდა, მიიღებენ პასუხს მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს. და აუცილებლად იქნება პასუხი რუს ტერორისტებზე ოდესისთვის. ისინი იგრძნობენ ამ პასუხს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა მტრის ღამის თავდასხმის შედეგად ყველა დაზარალებული საჭირო დახმარებას იღებს.

 

“ჩვენ ამას გადავლახავთ. ჩვენ დავაბრუნებთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტების დამარცხება გვჭირდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

“მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ რუსეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ატერორებს სამხრეთ უკრაინას ღამის დაბომბვებით.

 

23 ივლისს ღამეს, მტერმა მორიგი შეტევა განახორციელა ოდესასა და რეგიონზე ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები.

 

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, 06:00 საათის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 19 ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები