რუსებმა ოდესის დაბომბვის დროს დააზიანა თითქმის 30 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, დაეხმაროს ამ ობიექტების აღდგენაში, – ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დახმარება გაგვიწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაში და ვამზადებთ შესაბამის მიმართვებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს და ჰააგის კონვენციის მეორე პროტოკოლის კომიტეტთან“, – აცხადებენ სამინისტროში.
მისივე ინფორმაციით, ოდესის ღამის დაბომბვის შედეგად, წინასწარი შეფასებით, დაზიანდა ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის 29 კულტურული მემკვიდრეობა.
23 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ცენტრს სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა ესროლეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცხრა მათგანი ჩამოაგდეს. ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა ქალაქზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
რუსული რაკეტები ოდესის ისტორიულ ცენტრს მოხვდა. კერძოდ, ნაწილობრივ განადგურდა ფერიცვალების ტაძარი.