spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში

გიორგი მარგველაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, როგორ შეიძლება, პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ყველა ლიდერთან ექნებათ კომუნიკაცია.

 

“ცხადია, საუბარი გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც. შეიძლება ამიტომაც დაესხნენ თავს. წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში. ეს ადამიანი არის აქტიურად ჩართული ანტირუსულ კამპანიებში და დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება ან რომელი გუნდი იქნება, გიორგი მარგველაშვილს თავის პოზიცია ექნება. მისი პოზიცია, დიახ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე.

 

მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო. მე გამოვიყენებ ყველას გონებრივ რესურსს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ, საბოლოო ჯამში, “გამარჯვების პლატფორმაზე“. ვხედავ, რომ ამიტომ ესხმიან თავს გიორგი მარგველაშვილს. აქვთ შიში, რომ მისი ჩართულობა იქნება პრობლემა რუსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები