spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა F-16-ებს, მით უფრო მალე შეძლებს ახალი “მარცვლეულის დერეფნის” გაშვებას

უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე F-16 გამანადგურებლები სურსათის ექსპორტისთვის ახალი დერეფნის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ France 24-ის ეთერში განაცხადა.

 

“თუ ჩვენ გვექნება F-16-ები, არ ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე ექსპორტზე. რაც უფრო ადრე მივიღებთ მათ, მით უფრო მალე შევძლებთ ახალი დაცული დერეფნის გაშვებას”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, თვითმფრინავების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია. ამასთან, კულებას თქმით, დროა საჭირო ამ გეგმების განსახორციელებლად.

 

ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დღეს უნდა იმსჯელონ, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე.

 

გასულ კვირას რუსეთმა გამოაცხადა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, რომელიც მოქმედებდა ერთი წლის განმავლობაში და საშუალებას აძლევდა უკრაინული საკვების უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან.

 

ამის შემდეგ რუსი სამხედროები თითქმის ყოველ ღამე უტევენ უკრაინის სამხრეთს. კერძოდ, ისინი სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ ოდესასა და რეგიონზე.

 

უკრაინა თანამედროვე F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად ინტენსიურ მოლაპარაკებებს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე მოკავშირეებმა ოფიციალურად გამოაცხადეს საავიაციო კოალიციის შექმნა. გარდა ამისა, ნიდერლანდებმა, დანიამ და რუმინეთმა დაადასტურეს, რომ უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ.

 

უკრაინელი მფრინავები F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნებს აგვისტოში დაიწყებენ. მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინას თვითმფრინავების მიღება უკვე წელს შეუძლია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები