spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – ამ ყველაფერს აკეთებდა ჩუმად, საჯაროობის გარეშე და მეც ვიცოდი, რომ რაც ზაზას გაკეთებული იყო, ანის გაკეთებულად უნდა ჩანდეს

ზაზა გოროზია არ არის ფრთაშესხმული ანგელოზი – ამაზე პრეტენზია არც თვითონ აქვს, მაგრამ თუ ვინმეს სამეგრელოს შედეგების ორგანიზებაში, პარტიული ორგანიზაციების შენარჩუნებაში წვლილი მიუძღვის უპირობოდ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე წერს.

 

“ამით მოვრჩები ამ ვაკხანალიაზე და არც კომენტარების პასუხს ვაპირებ.

 

2012 წელს არჩევნების წაგების შემდეგ გავხდი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.  წარმოუდგენლად მძიმე პერიოდი იყო. მოგებული არჩევნების მეორე დღიდან ქართულმა ოცნებამ ჯერ საკრებულო და გამგებლებზე დაიწყო ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, გადაბირება. 

 

მუქარები და გადაბირებები დაიწყო რაიონული თავმჯდომარეების, რიგითი პარტიის წევრების. 

 

აღწერა გამიჭირდება რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. 

 

ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ ადამიანებს და ისე აწერინებდნენ განცხადებებს გადადგომაზე, პარტიიდან წასვლაზე, აიძულებდნენ ჩვენების მიცემას კონკრეტულ უკვე ყოფილ თანამდებობის პირებზე. 

 

ჩვენი პარტიის რიგითი წევრები გახდნენ წარმოუდგენელი ტერორის მსხვერპლი. 

 

“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ წაგებული არჩევნების შემდეგ გონს ვერ მოსულიყო და სამეგრელოში პარტიული ორგანიზაციები ფაქტობრივად უპატრონოდ იყვნენ. 

 

ამ დროს ზაზა გოროზიაზე პროკურატურას საქმეები უკვე აღძრული ჰქონდა – რამდენიმე საქმე იყო – ერთ ერთი რაც მახსოვს იყო ანაკლია რაღაც გადარიცხვებს ედავებოდნენ საკრებულოს. 

 

მძიმე დღეში იყო ზუგდიდის საკრებულო, სადაც პროკურატურა შევიდა, უმრავლესობაში ნაცები იყვნენ და ტერორი დაიწყეს მათი გადაბირების მოთხოვნით. (ამაზე მაშინ ვინ სად იყო რა პოზიციაზე ცალკე მემუარებში მოვყვები) 

 

საკრებულოებზე უფრო პარტიები მაღელვებდა, რადგან ვხედავდი, რომ ხელისუფლების მიზანი ჩვენი პარტიული სტრუქტურების განადგურება იყო. 

 

მე ახალი ვიყავი პარტიაში და წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მექნა – მით უმეტეს არავის ეცალა სამეგრელოსთვის ცენტრს თავისი პრობლემები ჰქონდა. გამოცდილმა ადამიანებმა მითხრეს, რომ თუ ვინმეს შეუძლია ამ ხალხის შენარჩუნება გოროზია არის – მაგრამ მაგაზე საქმეებია აღძრული და არ ვიცი როგორ იზამსო. ამ დროს უკვე გუნავა დაჭერილია. 

 

დავეკონტაქტე. შევხვდი. შევთანხმდით, რომ არავის ეცოდინებოდა ჩვენი კონტაქტი. 

 

ამის შემდეგ, მე ვეუბნებოდი ინფორმაციას ვისზე რა ზეწოლა ხდებოდა, ვის რა პრობლემა ჰქონდა, სად რომელ პარტიულ ორგანიზაციას უჭირდა, რომელი პარტიული პარტიის წევრის შვილს სჭირდებოდა დახმარება – ამ ყველაფერს აკეთებდა ჩუმად, საჯაროობის გარეშე და მეც ვიცოდი, რომ რაც ზაზას გაკეთებული იყო, ანის გაკეთებულად უნდა ჩანდეს, რომ დამატებითი პრობლემები არც ზაზასთვის შემექმნა არც იმ ხალხისთვის, ვისაც ეხმარებოდა. 

 

ქვეყნიდან წასვლამ რომ მოუწია ცოტა ხნით – მისი მეგობრები იყვნენ, ვისთანაც მე ვიცოდი მიმესვლებოდა და ზაზას გამო დაეხმარებოდნენ პარტიას. 

 

2016 წელს როდესაც ევროქოცები მიდიოდნენ – ბევრი დაბნეულის შენარჩუნება სწორედ გოროზიას მეშვეობით მოხდა. (მათ შორის იმათი, ვინც ახლა აგინებენ) 

 

და ასე ყველა წელს და ყველა არჩევნებზე. მათ შორის 2018 წელს, როდესაც მურთაზ ზოდელავა შემოგვეშველა რეგიონში – ზაზას დახმარება იყო განუზომელი და ამაში დამეთანხმება თავად მურთაზ ზოდელავაც. 

 

ყველაზე მძიმე შავი სამუშაო რეგიონში მის კისერზე იყო – მაშინაც როდესაც საჯაროდ სხვები ვჩანდით. 

 

ზაზა გოროზია არ არის ფრთაშესხმული ანგელოზი – ამაზე პრეტენზია არც თვითონ აქვს, მაგრამ თუ ვინმეს სამეგრელოს შედეგების ორგანიზებაში, პარტიული ორგანიზაციების შენარჩუნებაში წვლილი მიუძღვის უპირობოდ არის. 

 

ფეხებზე კიდია ნებისმიერი საჯარო პოლიტიკა ან თანამდებობა – ამაზე ბევრი გვისაუბრია. 

 

დანარჩენს გამოაჩენს დრო და დანარჩენი ტალახის სროლას არ ვუპასუხებ ტალახითვე – ჩემი მიზანი ეს არ არის. 

 

მთავარი სამიზნე რუსული ოცნებაა და აუცილებლად მოვაშორებთ ამ ქვეყანას. ეს ზუსტად ვიცი”, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები