spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, “მი-8” ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

 

კერძო ვერტმფრენი დაშვებისას სავარაუდოდ, ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

 

კომპანია “ალტაი ავიას“ კუთვნილ ვერტმფრენს ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა -12 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. მათ შორის ბელარუსის ერთი მოქალაქე იყო, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

 

საგამოძიებო კომიტეტმა საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები