spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკიმ ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი დაათვალიერა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ფერისცვალების ტაძარს ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს.

 

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურს საკათედრო ტაძრის დაზიანების მასშტაბები და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გააცნეს, ასევე აცნობეს, რომ კულტურული ძეგლის აღდგენის შესაძლებლობებს ახლა სპეციალისტები განსაზღვრავენ.

 

უცხოელმა პარტნიორებმა ტაძრის აღდგენაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.

 

23 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესას რაკეტებით  შეუტიეს, ერთ-ერთი ფერიცვალების ტაძარს შეეჯახა, შედეგად დაზიანდა ეკლესიის შენობა და სახურავი.

 

აღსანიშნავია, რომ ფერისცვალების ტაძარი არის უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია ოდესაში, რომელიც დაარსდა 1795 წელს. 1936 წელს იგი მთლიანად გაანადგურეს ბოლშევიკებმა. დანგრეულის ადგილზე ახალი ტაძარი 1999-2011 წლებში აშენდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები