spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეგნანი – არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს

რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

 

“ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს”, – განაცხადა დეგნანმა.

 

სოჭიდან შემოსულმა საკრუიზო გემმა, რომლის ბორტზე ოკუპანტი ქვეყნის 850 მოქალაქე იმყოფებოდა, ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები