spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

 

შემთხვევა 30 ივლისს, დილით, ალანია-ანტალიის გზატკეცილზე მოხდა.

 

მიკროავტობუსს სასტუმროდან აეროპორტში ტურისტები, ყაზახეთის მოქალაქეები გადაჰყავდა, როდესაც შუქნიშანთან გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა.

 

ავარიის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი – თურქეთის მოქალაქე, ასევე გიდი – უკრაინის მოქალაქე.

 

თურქული მედიის ცნობით, 12 ტურისტი, რომელთაგან 6 მძიმედ დაშავდა, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები