spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – “მარცვლეულის შეთანხმების” ბლოკირება მიუთითებს, რომ პუტინი არაადეკვატურია, მისი გარემოცვა კი ამით ფულს გამოიმუშავებს

რუსეთის მიერ “მარცვლეულის შეთანხმების” ბლოკირება მიუთითებს იმაზე, რომ დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არაადეკვატურია, მისი გარემოცვა კი ასეთი სკანდალური გადაწყვეტილებებით ფულს შოულობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიის მაუწყებელთან Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

“ის (პუტინი) ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია. თავისი გარემოცვით, რომელშიც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთი ბლოკირებით (“მარცვლეულის დერეფანი”). ძალიან პრაგმატული წრეა, ვინც ამაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ომი, ისინი დიდ ფულს შოულობენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსი დიქტატორი რადიკალურად არის განწყობილი უკრაინელების განადგურებისთვის და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ის უკრაინაზე არ გაჩერდება.

 

“უკრაინამ ძალიან მკაფიოდ თქვა – ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ახალ დერეფანზე”. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ეს” დერეფანი” და განვიხილავთ ასეთ რამეებს პარტნიორებთან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები