spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება და არა მოლაპარაკებები აგრესორთან

ქვეყანას ახლა სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება და არა რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოწოდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.

 

მისივე თქმით, ახლა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოლაპარაკებები სჭირდება, არის რუსეთი, რადგან ამ გზით შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას, ყირიმის სახმელეთო დერეფნის დატოვებას, რეჟიმის შიდა გაძლიერებას და უკრაინასთან ახალი ომისთვის მომზადებას.

 

“უკრაინას არ სჭირდება საუბარი აგრესორთან – უკრაინას სჭირდება გადაწყვეტილებები სრული სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რათა განდევნოს რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ამით მიაყენოს გამანადგურებელი მარცხი პუტინის შემოჭრას და მიიყვანოს ომი დასრულებამდე”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწყებას ითხოვენ. მაგალითად, იტალიის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა უკრაინას გაეკეთებინა პოლიტიკური არჩევანი კონფლიქტში, ვინაიდან “კონტრშეტევას სხვადასხვა სირთულე შეექმნა“.

 

ამავდროულად, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი რუსეთსა და უკრაინას შორის „ირაციონალური ომის“ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და საუდის არაბეთში “მშვიდობის ფორმულის“ სამიტზე რუსეთის ფედერაციის დასწრება მოითხოვა.

 

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების კარი დახურულია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები