spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტაბაწყურის თემში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ღონისძიება მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ტაბაწყურის თემში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო.

 

მათთვის ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში არსებული ატრაქციონები უფასო იყო. საბაგიროთი გაისეირნეს პლატოს დასახლებაშიც. შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, კედელზე ცოცვა, მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ არაერთი ღონისძიება დაგეგმილა. აღნიშნული საბჭო მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები