spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

 

შენობის შესასვლელი ამ დროისთვის პოლიციას აქვს გადაკეტილი.

 

“თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია დაუყოლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.

 

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

 

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

 

მისივე ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები