spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სოციალურ პროგრამებს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების საკურორტო მომსახურეობის ქვეპროგრამა დაემატა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოციალურ პროგრამებს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების საკურორტო მომსახურეობის ქვეპროგრამა დაემატა.

 

აღნიშნულ პროგრამაში 96 ბენეფიციარია დარეგისტრირებული და ამ დროისათვის საკურორტო მომსახურებით 20-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამა 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის წელიწადში ერთხელ საკურორტო მომსახურებისთვის 800-ლარიანი ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს.

 

საკურორტო მომსახურება მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს.

 

ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები