spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამაშველო სამუშაოების ფარგლებში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. სტიქიის ზონიდან 80-მდე ადამიანი ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.

 

მათი თქმით, შოვში ვითარება მძიმეა, ათობით ადამიანი ევაკუაციას ისევ ელოდება.

 

არსებული ინფორმაციით, 50-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

“კონტაქტი არ არის, ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი… ცოცხლები არიან, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები