spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კობრავა გაეცნენ.

 

“პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

 

პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს “არალი” ახორციელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები