spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოვში დაღუპული რამდენიმე ადამიანის ვინაობა ცნობილია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის ალინა პოლიკოვსკასია, – ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი ავრცელებს.

 

“პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს სინტა დეპონტი.

 

3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალინა პოლიკოვსკასთან ერთად დაიკარგა, 2 სწორედ მესხის პირველი ქორწინებიდანაა. ოჯახი რაჭაში დასასვენებლად ნიდერლანდებიდან ჩამოვიდა.

 

სტიქიის შედეგად კიდევ ერთ დაღუპული ნინო კენჭაძეა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მამამ ამოიცნო.

 

ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური იმყოფებოდნენ, მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. 

 

კიდევ ერთი დაღუპული გიორგი გოგინაშვილია.

 

დაღუპულთა ნაწილის ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 

ამ დრომდე სტიქიის ზონაში დაკარგულად ითვლება 25 ადამიანი. ძებნის სამუშაოები მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები